უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ითამაშებენ თუ არა "დორტმუნდთან" მესი და ფატი? - ვალვერდემ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
"დორტმუნდთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან რთული მატჩი გველის. ბუნდესლიგის მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტს ვხვდებით. ჩვენთვის ეს კარგი ტესტი იქნება.

მესი? ყველაფერს შეხვედრის წინ გადავწყვეტთ. ერთი კვირის წინ ვერც ვიფიქრებდი, თუ შემადგენლობაში დავაყენებდი, მაგრამ ტრავმა იმაზე ადრე მოირჩინა, ვიდრე ველოდი.

რაც შეეხება ფატის, მისით აღფრთოვანებულნი ვართ. თუმცა, ჯერ არ ვიცი, ვათამაშებ თუ არა. რეკორდის გულისთვის არ შევუშვებ მოედანზე, გუნდს რეალური დახმარება უნდა გაუწიოს", - ციტირებს ვალვერდეს "ბარსელონას" საიტი.

"დორტმუნდისა" და "ბარსელონას"
მატჩი დღეს, 17 სექტემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ