უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კარლო ანჩელოტი: "ლივერპულს" ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ თავს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა.

"ჩვენი მიზანი შემდეგ რაუნდში გასვლაა. ევროპის უძლიერეს გუნდს ვხვდებით. ეს მნიშვნელოვანი გამოცდა და საინტერესო ორთაბრძოლაა.

შედეგს ჩვენი ტექნიკური თამაშით უნდა მივაღწიოთ. შარშანდელ შეცდომებზე სწავლა გვმართებს. მაშინ დაცვაში კარგად ვმოქმედებდით. თუ გვინდა მოვიგოთ, კარგად თამაშია საჭირო.

"ლივერპულმა" ძალიან მოუმატა, გაცილებით თავდაჯერებულია. თუმცა შემადგენლობა "ნაპოლიმაც" გააძლიერა.

ჩემმა გუნდმა თავდაცვაც იცის და კონტრშეტევაც. აუცილებელია ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ეს თამაში მოვახვიოთ მეტოქეს თავს", - ციტირებს ანჩელოტის "გაძეტა დელო სპორტი".

ასევე დაგაინტერესებთ