უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

დრის მერტენსი: ვიცოდით, "ლივერპულთან" როგორ უნდა გვეთამაშა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, "ლივერპულის" დამარცხების (2:0) შემდეგ, კომენტარი "ნაპოლის" თავდამსხმელმა დრის მერტენსმა გააკეთა.

"ბოლომდე დავიხარჯეთ. სასიამოვნოა ასეთ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება. თუმცა, ტურნირის გამარჯვებულის ძლევა არაფერს არ წარმოადგენს, თუ წარმატება არ განვამტკიცეთ.

"ზალცბურგმა" "გენკი" გაანადგურა და მათთან მატჩისთვის კარგად მომზადება გვმართებს. ავსტრიულ გუნდთან გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე წაგება გვახსოვს.

"ლივერპულს" შარშანაც მოვუგეთ. ვფიქრობ, კარგად მოვემზადეთ და ვიცოდით, როგორ გვეთამაშა", - ციტირებს მერტენსს Sky Sport Italia.