იურგენ კლოპი: პენალტი არ იყო, ფეხბურთელი კონტაქტამდე გადახტა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" ნამატჩევს (0:2), მსაჯობით უკმაყოფილება "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ვერ დამალა.

"უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. მომენტები გვქონდა. ღია თამაში იყო, ბევრი კონტრშეტევით, მაგრამ ვერც ერთი ვერ დავაგვირგვინეთ. ეს პრობლემაა.

მეორე ტაიმში გიჟური თამაში იყო, ორივე გუნდი ბევრს დარბოდა. არა მგონია, პენალტი ყოფილიყო. მე ეს ზუსტად ვიცი. მათი ფეხბურთელი (კალეხონი) კონტაქტამდე გადახტა. თუმცა ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით.

ურიგოდ არ გვიასპარეზია, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. სიტუაციას ვაკონტროლებდით, თუმცა ბევრი მომენტი არ შეგვიქმნია. არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით და მარცხს უნდა შევურიგდეთ. ბოლო პასი
ხშირად არ გამოგვდიოდა", - განუცხადა კლოპმა BBC-ს.

მატჩის მსაჯი გერმანელი ფელიქს ბრიხი იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალთან რომ გაყიდეთ თამაში ხომ კარგი იყო?
ddgfdf
12:14 18-09-2019
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული