ლუკაკუმ და ბროზოვიჩმა "სლავიასთან" მატჩის შემდეგ ლამის იჩხუბეს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფეხბურთელებმა მარცელო ბროზოვიჩმა და რომელუ ლუკაკუმ ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებელი სტარტის შემდეგ ლამის იჩხუბეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

"სლავიასთან" (1:1) მატჩის შემდეგ ლუკაკუ თანაგუნდელების წინაშე სიტყვით გამოდიოდა. ის ამბობდა, რომ უფრო მეტი უნდა შეუტიონ და კონტეს ტაქტიკურ მითითებებს მიჰყვნენ. ბროზოვიჩმა ზოგიერთი სიტყვა მის მიმართ პირად პრეტენზიად აღიქვა და რომელუს ეცა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ინფორმაცია არ არის ბროზოვიჩის კონფლიქტის შესახებ. 2018 წელს იწერებოდა, რომ ხორვატი მაურო იკარდის ეჩხუბა.

მომდევნო მატჩს "ინტერი" სერია A-ში
"მილანის" წინააღმდეგ 21 სექტემბერს გამართავს. სამი ტურის შემდეგ "ნერაძური" 9 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული