ზინედინ ზიდანი: ჩვენი სიტუაცია გაუარესდა, მაგრამ კარდინალურად არა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე გაჭირვებით მიაღწია ფრეს "ბრიუგესთან" (2:2), ნამატჩევს კი კომენტარი მისმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"დიახ, შედეგი ცუდია, თუმცა ფეხბურთელებმა სიტუაციაზე კარგი რეაგირება მოახდინეს. ასე ცუდად ტაიმი არასოდეს არ ჩაგვიტარებია. ქულის აღებამ გამახარა. ისე, მოგებაც შეგვეძლო.

პირველი გაშვებული გოლი ცოტა სასაცილო იყო. ამის შემდეგ მეტოქე ფსიქოლოგიურად უკეთ განეწყო, ჩვენ კი დავიბენით. მერე მეორე გოლიც გავუშვით. კმაყოფილნი ვერ ვიქნებით, მაგრამ ყოველთვის ჯობია უკეთესზე იფიქრო...

შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ვითარების გამოსასწორებლდ 45 წუთი გვქონდა. მათ
მოახერხეს შეხვედრაში გარდატეხის შეტანა.

ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. შაბათს ლა ლიგაზე ვთამაშობთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე ვიფიქრებთ. დიახ, ჩვენი სიტუაცია გაუარესდა, მაგრამ კარდინალურად არა. ვიბრძოლებთ", - ციტირებს ზიდანს As.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი რა ჩემს "მზე"-ედ გინდოდათ ეს კურტუა?? ღირსები ხართ
vermi
10:06 02-10-2019
1

სიახლეები პოპულარული