რატომ შეცვალა ზიდანმა კურტუა პირველი ტაიმის შემდეგ? - მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა "ბრიუგესთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ შეცვალეს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი თავბრუსხვევა და კუჭის პრობლემა იყო.

პირველ ტაიმში კურტუამ ორი გოლი გაუშვა და "რეალი" შესვენებაზე 0:2-ით გავიდა. მეორე ტაიმში ზიდანმა კარში ალფონს არეოლა დააყენა, რომელმაც მეორე ნახევარი მშრალად ჩაატარა.

მადრიდელები წაგებას 85-ე წუთზე კაზემიროს გოლით გადაურჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კუტუა კურტუა და იმიტომ
შაკო
14:50 03-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული