უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ვირჯილ ვან დეიკმა "ზალცბუგთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" პრობლემებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა "ზალცბურგთან" (4:3) მოგების შემდეგ მერსისაიდელთა პრობლემებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" 3:0-ს იგებდა, ხოლო შემდეგ მეტოქემ გაუთანაბრა და მასპინძლებმა სალაჰის გოლით იმარჯვეს.

"ზალცბურგი" შესანიშნავი გუნდია. ეს მატჩამდეც ვიცოდით. პირველ ტაიმში გოლი ვაჩუქეთ და ამით მათ საკუთარი თავის რწმენა უფრო გავუძლიერეთ. შემდეგ "ზალცბურგმა" მეორე გოლი შეაგდო.

ძირითადად, პრობლემები მას შემდეგ გვქონდა, რაც ისინი გამოტანაზე იგებდნენ და მომენტალურად ანხორციელებდნენ კონტრშეტევებს. არ მინდა ყურადღება ნეგატივზე გავამახვილო. ვიცით, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა. მეორე ტაიმში მათ თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით", -
თქვა ვან დეიკმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ