უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი სერჟი გნაბრი გახდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი სერჟი გნაბრი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გნაბრიმ სტუმრად ლონდონის "ტოტენჰემს" 4 გოლი გაუტანა, ხოლო "ბაიერნმა" "დეზები" 7:2 დაამარცხა.

საუკეთესოს წოდებისთვის ასევე იბრძოდნენ "ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი, "ბრიუგეს" თავდამსხმელი დენის ბონავენტურა და "დორტმუნდის" მცველი აშრაფ ჰაკიმი.