უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სასჯელი თურქეთს: ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შესაძლოა, სტამბულში აღარ გაიმართოს

AutoSharing Option
შესაძლოა, უეფას გადაწყვეტილება შეიცვალოს და თურქეთის ყველაზე დიდმა ქალაქმა სტამბულმა ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალს აღარ უმასპინძლოს. ამ საკითხზე კომენტარი უეფას ვიცე-პრეზიდენტმა მიშელ უვამ გააკეთა.

ძალიან ბევრი გულშემატკივარი და საფეხბურთო სამყაროს წევრი ითხოვს უეფასაგან, რომ თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული ომის გამო სტამბულს ეს პატივი ჩამოერთვას და ჩემპიონთა ლიგის ფინალს სხვა ქალაქმა უმასპინძლოს.

ასევე, ყველას უკმაყოფილებას იწვევს თურქი ფეხბურთელების მხრიდან გოლის აღნიშვნის ჟესტი, რომელიც ზედიზედ მეორე მატჩში გამოიყენეს.

"ჩვენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ, ისე, რომ დავიცავთ სპორტის ავტონომიურობასა და დამოუკიდებლობას.
ბუნებრივია, ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ გაეროს, ევროკავშირს ან აშშ-ს, დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს. უეფა გადაწყვეტილებას ორგანიზაციის პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღებს", - განაცხადა მიშელ უვამ  TUTTOmercatoWEB-თან საუბარში.
Tuttomercato

Подробнее на «Чемпионате»:
https://www.championat.com/football/news-3874941-uefa-rassmotrit-variant-perenosa-finala-ligi-chempionov-iz-stambula.html?utm_source=copypaste
Tuttomercato

Подробнее на «Чемпионате»:
https://www.championat.com/football/news-3874941-uefa-rassmotrit-variant-perenosa-finala-ligi-chempionov-iz-stambula.html?utm_source=copypaste
Tuttomercato

Подробнее на «Чемпионате»:
https://www.championat.com/football/news-3874941-uefa-rassmotrit-variant-perenosa-finala-ligi-chempionov-iz-stambula.html?utm_source=copypas