პეპ გვარდიოლა: ფოდენს დავაჯარიმებთ? - შესაძლოა, ბონუსი გადავუხადოთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე "ატალანტასთან" მატჩში ნახევარმცველ ფილ ფოდენის გაძევებაზე გააკეთა კომენტარი.

"ის ასეთი სიტუაციებისთვის თავის არიდებას ისწავლის. სამართლიანად გააძევეს? მე მსაჯი არ ვარ, მას ჰკითხეთ. ჩემი საუბარი არბიტრთან? მითხრა, რომ თუ ბევრს ვილაპარაკებდი, ყვითელ ბარათს მიჩვენებდა.

დავსჯით თუ არა ფოდენს წითელი ბარათის მიღებისთვის? არავითარ შემთხვევაში! თუ რაიმე სისულელე არ ჩაიდინეს, ფეხბურთელებს არასოდეს არ ვაჯარიმებთ. ამ შემთხვევაში არაფერი ისეთი არ მომხდარა. უფრო მეტად აღსანიშნავი ფოდენის შესანიშნავი თამაშია. ის ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ უფრო ფრთხილად თამაშს ისწავლის.

ანგარიში
5:1 იყო, გაძევებას ჩვენთვის ზიანი არ მოუყენებია. ეს გამოცდილება მას დაეხმარება, არავითარი ჯარიმა. შესაძლოა, ჩვენ უნდა გადავუხადოთ ბონუსი ასეთი კარგი თამაშისთვის", - ციტირებს გვარდიოლას Goal-ი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული