"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ამის შესახებ ინფორმაცია უეფას პრესსამსახურმა გაავრცელა.
24 წლის ინგლისელმა ფორვარდმა "ატლანტთან" (5:1) მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
საუკეთესოს წოდებისთვი,ს სტერლიგის გარდა, იბრძოდნენ: კილიან მბაპე (პსჟ), პაულო დიბალა (იუვენტუსი) და ალექს ოკსლეიდ-ჩემბერლენი (ლივერპული).