ლეო მესი: გაგიკვირდებათ, თუმცა ჩემი ფავორიტი გოლი კარიერაში ეს გახლავთ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ არგენტინულ მედიასაშუალება TyC Sports-თან ინტერვიუში მის მიერ გატანილ ფავორიტ გოლზე ისაუბრა.

"ჩემი ფავორიტი გოლი უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მიმზიდველი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გატანილი გოლია. ის შედეგიანი დარტყმა დაგვეხმარა, გვარდიოლასთან ერთად კლუბის ისტორიაში პირველად მოგვეგო "ტრიპლეტი" (პრიმერა, თასი, ჩემპიონთა ლიგა)", - თქვა "ბარსას" 32 წლის საუკეთესო ბომბარდირმა.

2009 წლის 27 მაისს, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:0 დაამარცხა. ანგარიში შეხვედრაში მე-10 წუთზე
სამუელ ეტო'ომ გახსნა, ხოლო 70-ე წუთზე ლეომ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული