ერნესტო ვალვერდე: დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ და ამას უნდა გავუძლოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში "სლავიასთან" ნამატჩევს (0:0) კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"თქვენ ყოველთვის მოგწონთ მოგება. დღეს მთლად კარგად ვერ ვითამაშეთ. მეტოქეს არც ერთი მომენტი არ შეუქმნია, ბურთს იგერიებდა და კონტრშეტევაზე გადმოდიოდა. არ გავამახვილებ ბურთის ფლობაზე ყურადღებას.

"სლავია" დაცვაში ძალიან ღრმად იდგა, ბოლო, ერთ ხაზზე 6 მცველი ჰყავდა. წინა შეხვედრაშიც დაცვიდან თამაშობდნენ, ოღონდ მთლად ასე არა. მარჯვენა ფლანგიდან თამაშს სემედო ამწვავებდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

რამდენიმე დღის წინ "ლევანტესთან" დავმარცხდით. საუკეთესოდ ნამდვილად არ გვიასპარეზია. დღესაც იგივე მოხდა. გუნდი დიდი ზეწოლის
ქვეშაა და ამას უნდა გავუძლოთ. კარგია, რომ ჩვენგან ბევრს ითხოვენ.

ალბას პრობლემა აქვს. ვნახოთ, რას იტყვიან ექიმები. ასეთ შემთხვევებში ფეხბურთელს ყოველთვის ცვლიან", - ციტირებს ვალვერდეს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველი ტაიმის ბოლოს ისეთი ჩაფიქრებული და დაკვირვებული სახე ჰქონდა ვალვერდეს, ვიფიქრე "სლავიას" ტაქტიკა უკვე გაშიფრა, შესვენებაზე ჭკვიანურ "რაზბორს" გააკეთებს და მეორე ტაიმში სულ სხვა ბარსა იქნებაო. შენც არ მომიკვდე. უნიჭოა ეს კაცი და ტანჯავს გუნდს (მახსენდება "მილანი" რომ პირველ ტაიმს წააგებდა, მეორე ტაიმში მილანი ტაქტიკას ცვლიდა და თამაშს მაინც იგებდა. ია, მწვრთნელი ანჩელოტი იყო).
დობო
06 ნოემბერი 2019 14:24
0
ბარსა და რეალი ყოველ წელს რომ რამდენიმე ვარსკვლავს ყიდულობენ მერე პრობლემა იქმნება მათ თამაშით დატვირთვაზე.განსაკუთრებით ბარსა.ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და ვერ გაურკვევიათ ვინ დააყენონ ძირითადში, უკვე მომავალ წელს ვინ იყიდონ იმაზე ფიქრობენ.მწვრთვნელმა რა უნდა ქნას როცა ერთ ადგილზე ორი 100 მილიონიანი ვარსკვლავია.რომელი ერთი უნდა დააყენოს.
არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა
06 ნოემბერი 2019 10:39
2
ვინც შენ მწვრთნელობა დაგაბრალა.აზრზე არ ხარ სად ხარ და რას აკეთებ.ეს თამაში აშკარად ტოტალიზატორზე იყო,გრიზმანი სპეციალურად არ იხსნებოდა და სცდებოდა ბურთს.მე არ მჯერა რომ ბარსამ სლავიას ვერ მოუგო სახლში,თან გოლიც ვერ გაუტანა.არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.თუ ვინმეს სჯერა ამისი ის ფეხბურთის აზრზე არაა.
gocha
06 ნოემბერი 2019 10:18
5
ფეხბურთი სწორედ იმას არ ესმის ვისაც ჰგონია პრაღის სლავია ან რამე მსგავსი არ შეიძლება კარგი გუნდი იყოს, და ბარსამ და რეალმა ასიდან ასი რომ უნდა მოუგონ. გამორიცხული კი არაფერია მაგრამ ძირითადად შეთქმულების თეორიებს აწვებით მეგობრებო..
valderrama
06 ნოემბერი 2019 11:38
0
მეორე ვილანივაა რა, სად პოულობენ, მე მგონი გვეკაიფებიან ყველას.
ddgfdf
06 ნოემბერი 2019 02:50
5
6 მცველი რო იყო ხაზზე ეგ კიი მარა ნახევარდაცვაში რო ერთდროულად აყენებ ბუსკეტს, ვიდალს და დე იონგს და თავიდანვე ეტყობა რო კრეატივი იქნება ნული ეგ არს მივაწეროთ? ვინ უნდა შექმნას მომენტები? თუ იცი რო მესი გყავს და რამეს მოიფიქრებს? გუნდს რო სახე და ფილოსოფია დაუკარგე მაგაზე რას იტყვი ბატონო ვალერი? შენ ხელში რო ერთმა ფეხბურთელმაც კი ვერ განიცადა პროგრესი არ გრცხვენია? ფირპო რო გყავს და სემედუს ათამაშებ მარცხნივ ეგ რას მივაწეროთ? მარა მწვრთნელი რო კოუტინიოს ვერ გამოიყენებს იმაზე რა უნდა ილაპარაკო. და კიდევ სირცხვილით როგორ უნდა თქვა რო კრუიფის გუნდში თამაშობდი? მარა სად გაქვს შენ სირცხვილი? ეგ რო გქონდეს რომას მერე თუ არა ლივერპულის მერე წახვიდოდი!
barsa
06 ნოემბერი 2019 02:31
0
გეთანხმები რაც ვალვერდე მოვიდა ბარსამ, თავისი სტილი დაკარგა! კოუტინიოზე ძალიან მწყდება გული, აგრეთვე რაკიტიჩზეც, რა ქნას ერთმა მესიმ, ბოდიში და ყველას მაგივრად ვერ ითამაშებს!
ბარსა მესი
06 ნოემბერი 2019 12:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული