უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ერნესტო ვალვერდე: დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ და ამას უნდა გავუძლოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში "სლავიასთან" ნამატჩევს (0:0) კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"თქვენ ყოველთვის მოგწონთ მოგება. დღეს მთლად კარგად ვერ ვითამაშეთ. მეტოქეს არც ერთი მომენტი არ შეუქმნია, ბურთს იგერიებდა და კონტრშეტევაზე გადმოდიოდა. არ გავამახვილებ ბურთის ფლობაზე ყურადღებას.

"სლავია" დაცვაში ძალიან ღრმად იდგა, ბოლო, ერთ ხაზზე 6 მცველი ჰყავდა. წინა შეხვედრაშიც დაცვიდან თამაშობდნენ, ოღონდ მთლად ასე არა. მარჯვენა ფლანგიდან თამაშს სემედო ამწვავებდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

რამდენიმე დღის წინ "ლევანტესთან" დავმარცხდით. საუკეთესოდ ნამდვილად არ გვიასპარეზია. დღესაც იგივე მოხდა. გუნდი დიდი ზეწოლის
ქვეშაა და ამას უნდა გავუძლოთ. კარგია, რომ ჩვენგან ბევრს ითხოვენ.

ალბას პრობლემა აქვს. ვნახოთ, რას იტყვიან ექიმები. ასეთ შემთხვევებში ფეხბურთელს ყოველთვის ცვლიან", - ციტირებს ვალვერდეს "მარკა".