"აიაქსის" მცველი: პენალტი არ იყო და რატომ გამაძევა?

AutoSharing Option
"აიაქსი" ჩემპიონთა ლიგაში "ჩელსის" სტუმრად 4:1-ს უგებდა, რის შემდეგაც იტალიელმა მსაჯმა ჯანლუკა როკიმ ამსტერდამელები - დელი ბლინდი და იოელ ველტმანი გააძევა, მათ კარში პენალტი დანიშნა და საბოლოოდ მასპინძლებმა ფრეს მიაღწიეს (4:4).

შეხვედრის დასრულების შემდეგ ველტმანი აღშფოთებას ვერ მალავდა.

"ასეთი რამ კარიერაში პირველად შემემთხვა. ამას ვერ წარმოვიდგენდი. პენალტის დანიშვნის მომენტში, როდესაც ბურთი მომხვდა, ხელი გაშლილი არ მქონდა. მსაჯები ადრე მეუბნებოდნენ, რომ ეს წესების დარღვევა არ იყო.

თუმცა, თერთმეტმეტრიანი რომ დანიშნა, რატომ გამაძევა?", - შესჩივლა ველტმანმა ad.nl-ის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იტალიელი მსაჯობდა ჩელსის თამაშს.ჩელსი იტალიელების კლუბია,ბევრი იტალიელი მუშაობს ამ კლუბში ყოველთვის.მარა ეს რაც ქნა მსაჯმა მართლა წარმოუდგენელია.ასეთი თამაშის შედეგი უნდა გადაიხედოს და გამოძიება დაიწყოს,მარა ვინ რისი გამომძიებელია...სამი ქულა მოპარეს ფაქტიურად და ჩელსის ფლეი-ოფი გაუნაღდეს ამ თამაშით.ვარი რისთვისაა
gocha
06 ნოემბერი 2019 08:25
5
ჯერ ერთი ჩელსი იტალიელების კლუბი არაა, აბრამოვიჩი (ჩელსის მფლობელი) არც იტალიელია და არც ფრანგი.
მეორე ჩელსის პლეოოფში თამაში არ გაუნაღდებია ვალენსიამაც მოიგო მატჩი.
მესამე და მნიშვნელოვანი , საზოგადოება შეცდომაში შეგყავს.
GEORGE
06 ნოემბერი 2019 10:15
2
რა ლოგიკაა დაუფიქრდეთ, დინამოში 2-3 განელი ფეხბურთელი თუ იქნება 4-5 წელი დინამოც განური გუნდია ? ლილთან მოგება ესეთ ჩელსის, რომელიც პრემიერ ლიგაშიც იბრძვის , გაუჭირდება და ამას ფეხბურთში ჩახედულადამიანს არ უნდა ვუხსნიდე. გუნდს 20 წლის ბავშვები ლიდერობენ რომელთა 80% დებიუტი აქვს პრემიერ ლიგაში დავაბშე დიდ ფეხბურთში.
George
06 ნოემბერი 2019 21:40
1
ყველა გამოხმაურება
იმიტომ გაგაძევა ბიძიკო, რომ ყვითელი ბარათია ეგ და შენ უკვე გქონდა ერთი ყვითელი, მოგცა მეორე და გაწითლდა
gizo
06 ნოემბერი 2019 09:27
8
ორივე საყვითლე ჯარიმა იყო .დამთხვევაა რომ ორივეს ყვითლები უკვე მიღებული ქონდა.ხოლო პენალტიც აშკარა იყო.
ასეც ხდება
06 ნოემბერი 2019 11:59
4
ეს "ვარი" კი არ არის, სუფთა "ვირია" მსაჯებიანად.
ვასო
06 ნოემბერი 2019 11:48
2
ანგარიში უკვე 4:2 იყო
ფერნანდო
06 ნოემბერი 2019 14:21
0

სიახლეები პოპულარული