უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მატს ჰუმელსი "ინტერთან" "ქამბექზე": არ მოველოდი, რომ ყველაფერი ასე კარგად მოხდებოდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა მატს ჰუმელსმა მილანის "ინტერთან" (3:2) ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესახებ ისაუბრა.

გერმანული გუნდი 0:2-ს აგებდა, თუმცა მეორე ტაიმში 3 გოლი გაიტანა და მოიგო.

"შესვენებაზე ვსაუბრობდით, რომ უნდა გავაგრძელოთ ბურთით მოქმედება, მაგრამ უფრო მომენტი შევქმნათ. არ მოველოდი, რომ ყველაფერი ასე კარგად მოხდებოდა.

"ინტერი" პირველ ტაიმში ძალიან ზუსტი იყო შეტევის ბოლო ფაზაში. მათ ორი მომენტის შემდეგ ორი გოლი გაიტანეს, ჩვენ კი - არა. შესვენების შემდეგ მათ ჟანგბადი გადავუკეტეთ და მეორე ტაიმში უფრო კარგად ვითამაშეთ", - თქვა ჰუმელსმა.

ასევე დაგაინტერესებთ