უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"რეალის" განათხოვრებულ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელებზე მეტი გოლი აქვს გატანილი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მაროკოელ მცველ აშრაფ ჰაკიმის, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიაში" გახლავთ განათხოვრებული, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მადრიდულ გრანდზე უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი.

21 წლის მცველმა ორ მატჩში შეასრულა დუბლი ("სლავიასთან" და "ინტერთან") და 4 გატანილი გოლი აქვს. მადრიდის "რეალმა" საწყის 3 ტურში მეტოქეების კარის აღება მხოლოდ 3-ჯერ შეძლო.

თუმცა ესპანელებს ჰაკიმისთვის გადასწრების შანსები დღეს, 6 ნოემბერს აქვთ, სტამბულის "გალათასარაის" წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გასამართ მატჩში.

ასევე დაგაინტერესებთ