"ბრიუგეს" ფეხბურთელი პსჟ-სთან პენალტის გაცუდებისათვის გუნდიდან მოკვეთეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში პსჟ-მა პარიზში 1:0 დაამარცხა "ბრიუგე". სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ - 67-ე წუთზე შეცვლაზე 28 წლის სენეგალელი თავდამსხმელი მბაიე დიანი შევიდა, ცოტა ხანში კი მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა (თავად მოინადირა), რომელიც ვერ გამოიყენა და მკაცრად დასაჯეს.

Le10sport.com-ის ცნობით, ის გუნდიდან დროებით მოკვეთეს. აი, როგორ ახსნა ეს მბავი "ბრიუგეს" მწვრთნელმა ფილიპ კლემანმა:

"ანტვერპენთან" შეხვედრის განაცხადში არ შევიყვანე. შემადგენლობაში შეიძლება რამდენიმე თვე არ დავაბრუნო. ამას გარდა, სოლიდური თანხით დავაჯარიმებ.

რატომ? თერთმეტმეტრიანი ჰანს ვანაკენს უნდა შეესრულებინა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ ლოგიკით მარტინ პალერმო უნდა დაეხვრიტათ არგენტინელებს
912
15 ნოემბერი 2019 09:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული