პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა გუნდის შემტევ ნეიმართან ურთიერთობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ექვსი კვირის განმავლობაში უქმობდა და გერმანელმა სპეციალისტმა "რეალთან" შეხვედრაში ის მოედანზე მე-2 ტაიმში შეუშვა.
"მატჩის დაწყებამდე ნეიმართან საუბარი მქონდა. მას ვუთხარი, რომ მეორე ტაიმში შევიყვანდი, რადგან დიდი ხანი ჰქონდა გამოტოვებული და არ გვინდოდა, მისი ჯანმრთელობით გაგვერისკა.
პრესაში იწერება, რომ თითქოს, მას ჩემთან და თანაგუნდელებთან პრობლემები აქვს, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ნეიმარს პსჟ-ის თითოეულ ფეხბურთელთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს", - ამბობს ტუხელი.