უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ცნობილია, რამდენი ხანი გაუცდება ტრავმის გამო ედენ აზარს

AutoSharing Option
El Chiringuito იუწყება, რომ ედენ აზარის ტრავმა სერიოზული არაა და ის მოედანზე 10 დღეში შეძლებს დაბრუნებას.

როგორც იცით, ბელგიელმა ფეხბურთელმა დაზიანება პსჟ-სთან მატჩის 66-ე წუთზე მიიღო, რის გამოც შეცვალეს და მან მოედანი კოჭლობით დატოვა.

პირველადი ინფორმაციით, მან მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა El Chiringuito საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ბელგიელს ერთ კვირაზე ოდნავ მეტი მოუწევს უქმობა.