უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მატს ჰუმელსი: მესის დარი ფეხბურთელი არ მინახავს. წერტილი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" 1:3 წაგების შემდეგ "დორტმუნდის" მცველმა მატს ჰუმელსმა თავდამსხმელ ლეო მესის თამაშით გამოწვეული აღფრთოვანება ვერ დამალა.

"ცუდი თამაში არ იყო, მაგრამ კარგსაც ვერ უწოდებ. "ბარსელონა" შესანიშნავი იყო. რა თქმა უნდა, მესი ყოველთვის სახიფათოა. პირველი გოლის შემდეგ ძალიან ცუდი პერიოდი გვქონდა, ჩემი ცუდი პასის გამო კი მეორე გოლი გავუშვით.

"ბარსელონას" დასამარცხებლად საკმარისად კარგად ვერ ვიასპარეზეთ. მხოლოდ 3-4 მომენტი შევქმენით. იდეალურ ფორმაში მყოფი მესი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც კი მინახავს. წერტილი", - განუცხადა ჰუმელსმა უეფას საიტს.

დარი ფეხბურთელი არ მინახავს. წერტილი" />ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსელონა" და "ლაიპციგი" გავიდნენ, "ლივერპული" - კატასტროფის წინაშე, "ინტერმა" "სლავია" მსაჯიანად დაამარცხა [VIDEO]