უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ერნესტო ვალვერდე: მესისა და გრიზმანს ამისთვის დრო სჭირდებათ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "ბარსელონამ" "დორტმუნდს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა, რითაც პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი გვქონდა, პლეი-ოფის საგზური მაინც მოვიპოვეთ, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

თუ არ ჩავთვლით ბოლო წუთებს, გუნდმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. მესი და გრიზმანი? მათ უფრო მეტი დრო სჭირდებათ, რომ ერთმანეთს უფრო კარგად გაუგონ.

მესი დღეს სუარესს შესანიშნავად უგებს, თუმცა შესათამაშებლად დრო დასჭირდა. ცალკე მესიზე კი კომენტარის
გაკეთება არც ღირს. ის უბრალოდ შესანიშნავია", - ამბობს ვალვერდე.