იურგენ კლოპი: მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ ტემპს ვერ გაუძლო

AutoSharing Option
"ზალცბურგის" დამარცხებით (2:0) და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლით გამოწვეული სიხარული "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ვერ დამალა.

"როგორი გუნდი, როგორი ბრძოლა! მეტოქე შესანიშნავად გვიტევდა. ჩვენ თავდასაცავად მზად ვიყავით. ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო.

მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ ტემპს ვერ გაუძლო. ორი ჩინებული გოლი გავიტანეთ. 6 თუ 7 გოლის გატანა შეგვეძლო. მოვიგეთ მატჩი, მოვიგეთ ჯგუფი, ყველაფერი კარგადაა.

სალაჰმა ურთულესი პოზიციიდან გაიტანა. წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ მოახერხა. მისი ოსტატობის გათვალისწინებით, მიკვირს, კიდევ ორჯერ როგორ ვერ გაიტანა", - განაცხადა კლოპმა BT Sport-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
პროგრესულად მოაზროვნე მწვრთნელი!
gujakakhadze
11:22 19-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული