ერნესტო ვალვერდე: ვალდებულები ვართ, მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ინტერთან" გასვლაზე მოგებული მატჩი შეაფასა.

"ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. "ბარსელონა" გამარჯვებისთვის თამაშობდა და ჩვენმა ფეხბურთელებმა, რომელთა ნაწილიც ამ დონეზე პირველად თამაშობდა, აჩვენეს, რომ ტურნირზე კონკურენციის გაწევა ყველასთვის შეუძლიათ.

კარლეს პერესს გოლის ალღო და შესანიშნავი დარტყმა აქვს, ფატი კი ბომბარდირად არის დაბადებული. მას ცოტა ტკივილი აწუხებდა, თუმცა მცირე სათამაშო დროის მიცემა მაინც გვინდოდა. ნიშანდობლივია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

ვგრძნობთ,
რომ ვალდებულები ვართ, მოვიგოთ ეს ტურნირი. ჩვენ ყველა შეხვედრის მოგება გვინდა და სწორედ ამას მივაღწიეთ მილანში", - თქვა ვალვერდემ.


მკითხველის კომენტარები / 2 /
შენი მოგებული ლიგა არ გაიშვა არსად! მარტო მესი არ ეყოფა მაგას, "ბარსა"-ს მასეთივე მწვრთნელიც დასჭირდება (გვარდიოლა ან მისნაირი)
qomagi
16:18 11-12-2019
1
ეჰ, მარტო თავდასხმით რომ იგებოდეს დიდი ტურნირები თანამედროვე ფეხბურთში...
დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას!
13:47 11-12-2019
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული