უნაი ემერი "ბარსელონასთან" წაგებას VAR-ის არარსებობას აბრალებს

AutoSharing Option
პსჟ-ის ყოფილმა მწვრთნელმა უნაი ემერმა 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი გაიხსენა, სადაც მისი გუნდი კატალონიის "ბარსელონამ" გამოთიშა.

"მე მოვიგე ჩემპიონატი, ოთხი ეროვნული თასი და ორი სუპერთასი, მაგრამ მთავარ მიზნად მაინც ჩემპიონთა ლიგა რჩებოდა.

პირველ შეხვედრაში ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვითამაშეთ და დიდი ანგარიშით მოვიგეთ, განმეორებით მატჩში კი გამოვვარდით, იმიტომ, რომ არ არსებობდა VAR-ი. ნათელია, რომ თამაში სადავო გადაწყვეტილებებით სავსე იყო.

შემდეგ წელს მადრიდის "რეალმა" მოგვიგო, რომელმაც იმ წელს ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ასევე ამ შემთხვევაშიც, გასვლით
მატჩში მსაჯების მხრიდან ბევრ შეცდომას შენიშნავდით.

ამრიგად: პირველ ჯერზე ჩვენ გამოვვარდით მსაჯების შეცდომების გამო, მეორეჯერ კი დაგვამარცხა მაშინდელმა და მომავალმა ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული