ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ჰოლანმა პსჟ-ს მოუგო, "ატლეტიკომ" - "ლივერპულს" [VIDEO]

AutoSharing Option
18 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ორი პირველი მატჩი გაიმართა, ორივეში მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს და ყველაფერი საპასუხო შეხვედრებში გადაწყდება.

დაუცხრომელმა ნორვეგიელმა "დორტმუნდს" გამარჯვება მოუპოვა


ვიდრე პირველი გოლი არ გავიდა, თამაში დიდად სანახაობრივი არ იყო. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და 69-ე წუთზე ჰოლანმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ "პარი სენ ჟერმენი" გააქტიურდა და ნეიმარმა საპასუხო გოლი გაიტანა, თუმცა პარიზელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - ზეაქტიურმა ჰოლანმა მეორედ დალაშქრა კეილორ ნავასის კარი.

მარკო ვერატიმ ევროტურნირებზე პსჟ-ში 58-ე მატჩი ჩაატარა და გუნდის
რეკორდსმენი გახდა. მან და მენემ მორიგი ყვითელი ბარათები მიიღეს და საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ერლან ჰოლანი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ტურნირზე ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა და ორივე გუნდში გაიტანა - "ზალცბურგში" ჯგუფური ეტაპის 6 მატჩში 8 გოლი გაიტანა, "დორტმუნდში" კი იანვარში გადავიდა. ნორვეგიელი ამ საუკუნეში დაბადებული ტურნირზე 10 გოლის გამტანი პირველი ფეხბურთელია.

დორტმუნდი. "სიგნლ იდუნა პარკი". 66 099 მაყურებელი
დორტმუნდი - პსჟ 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (69), 1:1 ნეიმარი (75), 2:1 ჰოლანი (77)

სიმეონეს გუნდმა მაქსიმუმს მიაღწია


მასპინძელთა ნახევარმცველმა საულმა თქვა, ვიცით, როგორ მოვიგოთო; დებიუტში თავისი გუნდი დააწინაურა და "წითლების" ოთხმატჩიანი გოლგაუშვებელი სერია შეწყდა. საულმა პლეი-ოფში "როხიბლანკოში" მეხუთე გოლი გაიტანა. მასზე მეტი, 6 გოლი მხოლოდ ანტუან გრიზმანს აქვს გატანილი.

ანგარიში ამის შემდეგ არ შეცვლილა და სიმეონეს გუნდი "ენფილდზე" ერთბურთიანი ფორით მიემგზავრება.

რაც კლოპი ჩაუდგა სათავეში, "ლივერპულმა" მთელი მატჩის განმავლობაში მეორედ ვერ დაარტყა ბურთი კარის ჩარჩოში და მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი.

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 67 443 მაყურებელი
ატლეტიკო - ლივერპული 1:0
გოლი: 1:0 საული (4)

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები 12 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
შემდეგ ეტაპზე პსჟ გავა!
!!!!!!
19 თებერვალი 2020 11:55
7
ეს ნორვეგიელი აიღებს ეთსტაფას რონალდოს და მესის შემდეგ ასე თუ გააგრძელა,საინტერესოა მატო იქნება თუ კონკურენტი ეყოლება ვინმე? მე ვისურვებდი ჩვენი გიორგი გამხდარიყოს ჰოლანის კონკურენტი, როგორც ქრისტიანოსთვის ლეო...
dato jibuti
19 თებერვალი 2020 10:14
6
ჰალანდამ კიარა ყველამ ერთად მოუგეს ძლაინ მაგარ გუნდურს უბერავდა დორმუნდი
l oo o l
19 თებერვალი 2020 12:38
0
Კარგი გუნდია ეს ლივერპული მაგრამ არც ისეთი როგორი შედეგებიც პრენიერლიგაში აქვს. 90 წუთი კარში არ დაარტყმევინა ატლეტიკომ და იქით უნდა გაეტნა კიდევ. Თან წლევანდელი ატლეტიკო პრიმერაში ძალიან სუსტია
mindia
19 თებერვალი 2020 11:02
3
ჰალანდი და მბაპე ვერ გახდებიან საუკეთესოები სანამ მესი და რონალდო აქ არიან აი რო წავლიან მერე ვნახოთ
კიჭი
19 თებერვალი 2020 13:36
4
მე მაინც ვფიქრობ პსჟ. დორტმუნდი მაინც არაფერი დასრულებულა ბრძოლა იქნება ასე მგონია. ლივერპული ატლეტიკო. 11 მეტრიანები გადაწყვეტს გამარჯვებულს. ეს ჩემი აზრია.
macbook pro
19 თებერვალი 2020 02:40
7
ჰალანდი კარგი ფეხბურთელი ჩანს როგორც მბაპე მაგრამ მესის და რონალდოს დონემდე ვერ ავლიან მე ასე მგონია! ისინი უბრალოდ ფეხბურთს ალამაზებენ
ფენომენო
19 თებერვალი 2020 13:28
2
წავლიან და ავლიან აპა რავა:)))
emigranti
19 თებერვალი 2020 15:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული