კლოპი: მაგათთვის 1:0-იც საკმარისი იყო - ჩამოვლენ "ენფილდზე"

AutoSharing Option
"ატლეტიკოსთან" 0:1 წაგების შემდეგ "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი უკმაყოფილო გახლდათ, რაც არც დაუმალავს.

"ეს სულაც არ იყო ის, რასაც ველოდით, მაგრამ ყველაფერი უკვე დასრულდა. ასეთ ბრძოლას და ატმოსფეროს ველოდით. ჩვენს თამაშში ბევრი რამ არ მომეწონა. შესვენებაზე ანგარიში მხოლოდ 1:0-ია, მეორე ტაიმს კი ჩვენს სტადიონზე ჩავატარებთ.

მოედნის ბოლო მესამედზე ვერ ვვარგოდით. ისინი თავს მთელი ძალებით, არაჩვეულებრივად იცავდნენ. როდესაც ასეთ გუნდთან 0:1-ს აგებ, რომელსაც ანგარიშის შენარჩუნება უნდა - მათთვის 0:0-იც საკმარისი იქნებოდა.

რატომ შევცვალე მანე? შეუჩნდნენ. ეს ცხადი იყო. უნდოდათ, ყვითელი ბარათი
მიეღო. და ეს შესვენებამდე. ასეთ ატმოსფეროში მუშაობისთვის მსაჯი ძალიან ძლიერი უნდა იყოს. პირველ ნახევარ საათში მათი სამი ფეხბურთელი უმიზეზოდ ეცემოდა მოედანზე.

ჩემი ყვითელი ბარათი? ეს ნამეტანი იყო. დარწმუნებული ვარ, იქ ხომ გოლამდე ჩვენ სასარგებლოდ აუტი იყო? ეს დასამშვიდებლად არ მეხმარება. ყველანი ადამიანები ვართ და ვცდებით.

არავის ვადანაშაულებთ. მე ყველაფერი წესრიგში მაქვს. 0:1-ია, ჩვენ საკმაოდ გრძელი შესვენება გვექნება, ამას ნაყოფიერად გამოვიყენებთ. მათ "ენფილდზე" ველით. ჯერ არაფერი დასრულებულა", - ციტირებს კლოპს BT Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთის მოყვარულ ადამიანს ატლეტიკოს თამაში რატომ უნდა მოგწონდეს ძალიან გაუგებარი ფენომენია. ალბათ მეორე გუნდის ზიზღის ამბავია თორემ ატლეტიკოს თავისი ყანა ტრენერიანად რა აქვს მოსაწონი, ან თამაშით, ან ესთეტიკით :-/ შედეგიო ვიღაც იტყვის და რა შედეგი? ერთხელ ძლივს გაუვარდა ლალიგა 2014-ში, თორემ სხვა სადაც დიდი გუნდები თამაშობენ იქ 0. ფინალამდე ორჯერ გასვლა თუ უხარია ჩოლოს მიუჯდეს გვერდით ალეგრის :)))
კარგი ფეხბურთის ქომაგი
16:03 19-02-2020
9
ენფილდზეც გამოიღებ კლოოო დდდ
ქომაგი
11:32 19-02-2020
28
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული