საულ ნიგესი: ყველას უნდა, რომ "ატლეტიკო" გავარდეს, მაგრამ...

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა საულ ნიგესმა "ლივერპულთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

"ატლეტიკოს" ფეხბურთელებს გვჯეროდა ჩვენი თავის და ვაგრძელებდით მუშაობას. ყველას უნდა, რომ ჩვენ გავვარდეთ, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე გზას ვაგრძელებთ. დაცვაში კარგად ვიმუშავეთ, რადგან შეთამაშებულები ვართ და ერთმანეთის გვესმის. მოწინააღმდეგეს იმდენად სახიფათო თავდამსხმელები ჰყავს, რომ მათთვის სივრცეები ყველაფრის ფასად უნდა შეგვეზღუდა." - ციტირებს საულს Marca.

შეგახსენებთ, "ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ლივერპული" 1:0 დაამარცხეს.

საპასუხო შეხვედრა ინგლისში 11 მარტს გაიმართება.

ინგლისური გუნდისთვის ეს პირველი მარცხი იყო მიმდინარე სეზონში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სიმეონეს დრო წასულია. ასეთი ფეხბურთის ყურების დედაც. ...ფუიიიიი.
ჯონი
19 თებერვალი 2020 21:56
2
ყოჩაღ ატლეტიკოს. ფეხბურთი თუ გესმჯთ მიხვდებით რო ატლეტიკო არ არის ავტობუსა გუნდი, ინიციატივას რო თმობს როცა საჭიროა ეს არ ნიშნავს რო დაცვაში ზის სულ.. მომენტები ლივერპულზე მეტი შექმნა აშკარად და ბევრად გააზრებულად უტევდა..

ამიტო პრემიერლიგის ცალი ფეხით მომგები გუნდი რო ლალიგის მე5 ადგილოსანს კარშიც ვერ ურტყამს ამას გამართლება არ აქვს )))))
Gio Giorgi
19 თებერვალი 2020 16:36
6
შენ ისევე გესმის ფეხბურთი,როგორც მე კვანტური ფიზიკა!!!
gio giorgi-ს
19 თებერვალი 2020 22:07
1
თუ ფეხბურთი გიყვარს ამათ თამაშს როგორ უნდა უყურო ვერ ვიგებ
ნეიტრალური გულშემატკივარი
19 თებერვალი 2020 14:10
2
თვითონაც კარგად იციან რა ფეხბურთსაც თამაშობენ და ამიტომაც იციან რომ არავის მოგვწონს მათი თამაში. აგრძელებენ იმიტომ რომ ჯგუფშI ფარჩაკი ლოკო და დაჩაჩანაკებული ლევერკუზენი ყავდათ. საკუთარ მოედენზე ასე გამოიკეტოს გუნდი დაცვაში ლიგის 1/8 ფინალში მე არ მაგონდება. ყველა კარებში ჩადგებაინ განმეორებით შეხვედრაში.
G.LA
19 თებერვალი 2020 12:30
5
მეც ძალიან მინდა რომ გავარდეთ :) დაცვითი სტილი არაფერ შუაშია, დაცვიდანაც შეიძლება ლამაზად თამაში. უბრალოდ, როგორი წვრილმანი ხულიგანიც იყო ბატონი დიეგო ფეხბურთელობისას, იგივე სტილს ათამაშებს ატლეტიკოსაც. ამიტომაც, მე, როგორც ნეიტრალურ გულშემატკივარს, მირჩევნია ლივერპულის თამაშს ვუყურო :)
შეტევა
19 თებერვალი 2020 10:47
4
100%-იანი ხარ. ატლეტიკოს ფეხბურთელების მხრიდან მსაჯზე გამუდმებულ ზეწოლას და ბინძურ პროვოკაციებს რომ თავი დავანებოთ, სიმეონე თავისი თამაშით იმ ყველაფერს კლავს, რის გამოც ფეხბურთი უყვარს ხალხს.
Scouser
19 თებერვალი 2020 14:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული