უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

გვარდიოლა: "რეალი" მაოცებს, მინდა მათ მივბაძოთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ეტაპის მოწინააღმდეგის, მადრიდის "რეალის" დონე შეაფასა.

"ეს გუნდი მაოცებს. "რეალის" მოთამაშეები იმდენჯერ იყვნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, არც ვიცი, ვინ რამდენჯერ მოიგო ეს ტიტული.

ჩვენთან კლაუდიო ბრავოს და შეიძლება კიდევ ვინმეს აქვს მოგებული. "სიტიში" არც ისე ბევრი მოთამაშეა, ვისაც ჩემპიონთა ლიგის თასი აღუმართავს. ჩვენ შეიძლება წავაგოთ ან მოვიგოთ, თუმცა გამარჯვების სურვილი აუცილებლად უნდა გვქონდეს.

"რეალთან" სრული 180 წუთის განმავლობაში ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. მადრიდელებმა, როცა იცვამენ მაისურს, იციან, რომ მოედანზე ამ გუნდის
ისტორიის დასაცავად გადიან. ეს მათ განსაკუთრებულს ხდის.

"რეალი" - ის გუნდია, რომელსაც გვინდა, რომ ჩვენ მივბაძოთ და მათი ქმედებები დავაკოპიროთ. მივემგზავრებით ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ, ლამაზ და პრესტიჟულ სტადიონზე. შევეცდებით, რამდენიმე გოლი გავუტანოთ. თუ ეს არც სტუმრად და არც სახლში არ გამოგვივა, დავბრუნდებით სახლში და მომავალი სეზონისთვის უკეთ მოვემზადებით", - განაცხადა გვარდიოლამ.

მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ფარგლებში ერთმანეთს მადრიდში 26 თებერვალს დაუპირისპირდებიან.