ინსინიე: მესი საუკეთესოა - მარადონა ჩვენი წმინდანია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მატჩის წინ "ნაპოლის" თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ ისაუბრა.

"მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მას მარადონას არ ვადარებ. დიეგო ჩვენთვის ყველაფერია. მათ არ ვადარებთ, ჩვენთვის მარადონა წმინდანია, ლეო კი ახლა საუკეთესოა.

როგორც კაპიტანი, პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მოედანზეც და მის გარეთაც მნიშვნელოვანი სამუშაო მაქვს. ნდობისათვის მწვრთნელის მადლობელი ვარ. ნეაპოლელი გახლავართ და ვიცი, რამდენად ემოციურია ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები.

"ბარსასი" არ უნდა შეგვეშინდეს. დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. "ლივერპულს" ვეთამაშეთ - ერთხელ დავამარცხეთ, მეორედ კი ფრეს მივაღწიეთ", - ციტირებს ინსინიეს Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლორენცო, შენი დიეგო რანაირი წმინდანია, როცა ისეთ მომაკვინებელ საშუალებას მოიხმარს, როგორიც ნარკოტიკებია.
??????????
25 თებერვალი 2020 14:19
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული