უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

გატუზო: ერთხელ ძლივს დაარტყეს კარში - ისინი ბუსკეტსის და ვიდალის გარეშე ითამაშებენ

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგაზე ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა.

"რამდენიმე კონტრშეტევის უკეთ დასრულება შეგვეძლო, მაგრამ გუნდმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მეტოქეს ძალიან ცოტა მომენტი შევაქმნევინეთ.

ცხადია, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული არ გამოვლენილა. საპასუხო შეხვედრისთვის მოსამზადებლად დრო გვექნება. ისინი ბუსკეტსის და ვიდალის გარეშე ითამაშებენ.

იმის გამო, რომ მეტი მომენტი ვერ შევქმენით, ცოტა იმედგაცრუებული ვარ. ასეთ თამაშში დაღლილობა ბუნებრივია. "ბარსასთან" არც ერთი შეცდომის დაშვება არ შეიძლება.

იქ წასვლა და შემდეგ ეტაპზე გასვლისათვის ბრძოლა ჩვენი ვალია. "ნაპოლის" ბევრი
კარგი ფეხბურთელი ჰყავს, "ბარსელონას" კი რაღაც მეტი გააჩნია. თუმცა თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ და შეიძლება შანსი მოგვეცეს.

ვფიქრობ, მათ დღეს თითქმის არ შევუწუხებივართ, ერთხელ ძლივს დარტყეს კარში. ერთადერთი შეცდომის შედეგად გავუშვით გოლი.

პრობლემები ვერ შეგვიქმნეს, მათ თითქმის ვერ ვგრძნობდით. მესის გარღვევამ შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას. დაცვაში რაღაც გვაკლდა", - ციტირებს გატუზოს Football Italia.

ასევე დაგაინტერესებთ