ზიდანი: ბოლო 10 წუთში კონცენტრაცია არ გვეყო და დავისაჯეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" წაგებული მატჩი (1:2) "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მოკლედ გაარჩია.

"75 წუთი კარგად ვითამაშეთ. დამარცხების გამო უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ პლეი-ოფი 180 წუთი მიმდინარეობს.

ახლა რაღაც პოზიტიურის მოძებნა გვმართებს. შედეგში კარგი არაფერია, თუმცა, თუ არ ჩავთვლით ბოლო წუთებს, ურიგოდ არ გვიასპარეზია. თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა, იქ უნდა გავიმარჯვოთ.

დაცვაში შეცდომები დავუშვით, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია, მორჩა და დამთავრდა.

ვცდილობდით, ბოლომდე დავიხარჯეთ. ამ რთული შეხვედრის ბოლო 10 წუთში კონცენტრაცია არ გვეყო და ამისათვის დავისაჯეთ", - განუცხადა ზიდანმა "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული