უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ვინისიუსი: მსაჯები ცუდად გვექცევიან, არადა, ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ მოვიგეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ვინისიუს ჯუნიორმა 1/8-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:

- ჩვენ არ დავღლილვართ. ხესუსმა წესი დაარღვია, სანამ გოლს გაიტანდა. ეს ყველასთვის ცნობილია. მსაჯები ყოველთვის ერთნაირად გვექცევიან. "ლევანტესთან" რამოსს პირველივე ფოლზე ყვითელი მისცეს - ეს არ არის ნორმალური.

- გინდათ თქვათ, რომ მსაჯები თქვენ ცუდად გექცევიან?

- დიახ. არადა, ჩვენ ხომ ყველაზე მეტჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა. ჩვენ ყოველთვის ასე გვიმსაჯებენ.

- წინ კლასიკოა... 
- ეს წაგება ჩვენზე გავლენას არ იქონიებს. ჩვენ შესანიშნავ სეზონს ვატარებთ და
კვირისთვის კარგად მოვემზადებით, - განაცხადა ვინისიუსმა.