ვინისიუსი: მსაჯები ცუდად გვექცევიან, არადა, ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ მოვიგეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ვინისიუს ჯუნიორმა 1/8-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:

- ჩვენ არ დავღლილვართ. ხესუსმა წესი დაარღვია, სანამ გოლს გაიტანდა. ეს ყველასთვის ცნობილია. მსაჯები ყოველთვის ერთნაირად გვექცევიან. "ლევანტესთან" რამოსს პირველივე ფოლზე ყვითელი მისცეს - ეს არ არის ნორმალური.

- გინდათ თქვათ, რომ მსაჯები თქვენ ცუდად გექცევიან?

- დიახ. არადა, ჩვენ ხომ ყველაზე მეტჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა. ჩვენ ყოველთვის ასე გვიმსაჯებენ.

- წინ კლასიკოა... 
- ეს წაგება ჩვენზე გავლენას არ იქონიებს. ჩვენ შესანიშნავ სეზონს ვატარებთ და
კვირისთვის კარგად მოვემზადებით, - განაცხადა ვინისიუსმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რეალი და ბარსელონა რომ მსაჯებზე ხმას ამოიღებენ - ლიგას მსაჯების დაუხმარებლად ვერცერთი ვერ მოიგებდა.
სითისთან კი გოლიც სუფთა იყო და წითელიც.
უშანგი
16:33 27-02-2020
8
არასწორად უთქვამს, უნდა ეთქვა: "არადა, ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ სწორედ მათ მოგვაგებინეს". :))
valderrama
14:39 27-02-2020
6

სიახლეები პოპულარული