"ბარსელონასა" და "ნაპოლის" განმეორებითი შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის

AutoSharing Option
გუშინ, 9 მარტს გაცნობეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა პსჟ-სა და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლიდა.

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო იმავე ზომებს მიიღებენ კატალონიის "ბარსელონასა" და იტალიური "ნაპოლის" განმეორებით შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი 25 თებერვალს იტალიაში გაიმართა და 1:1 დასრულდა, 18 მარტს კი "კამპ ნოუზე" გუნდები 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის ფარგლებში შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც ფეხბურთით ვსუნთქავთ, ამ ოხერმა ვირუსმა როგორ უნდა შეგვიშალოს ხელი, იმედია ჩვენთვის ფეხბურთის ფანებისთვის, დიდი ხანი არ გაგრძელდება ჩვენი წვალება .
zura
10 მარტი 2020 20:20
0
ფეხბურთის ფანებს განაჩენი გამოგვიტანეს, უმაღლესი სასჯელი. დაცარიელებული სტადიონი ეს არის საშინელება.
ბარსა მესი
10 მარტი 2020 17:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული