უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ბარსელონასა" და "ნაპოლის" განმეორებითი შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის

AutoSharing Option
გუშინ, 9 მარტს გაცნობეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა პსჟ-სა და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლიდა.

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო იმავე ზომებს მიიღებენ კატალონიის "ბარსელონასა" და იტალიური "ნაპოლის" განმეორებით შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი 25 თებერვალს იტალიაში გაიმართა და 1:1 დასრულდა, 18 მარტს კი "კამპ ნოუზე" გუნდები 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის ფარგლებში შეხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ