უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

სიმეონე: ეს ფეხბურთელი დაცვაში სათამაშოდ გავუშვი და ყველაფერი პირიქით გააკეთა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "ლივერპულთან" გამარჯვების (3:2) შემდეგ ნახევარმცველ მარკუს ლორენტეზე ისაუბრა, რომელიც მოედანზე დაცვის გაძლიერების მიზნით შეუშვა, თუმცა ამ ცვლილებამ დიდი შედეგი მოუტანა.

"ფეხბურთში მოწინააღმდეგეს ცხოვრება უნდა გაურთულო. ვცდილობდით, მაღალი პრესინგი კოსტას, კორეასა და ფელიქსის დახმარებით შეგვენარჩუნებინა. მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ ჩვენ არ დავნებდით, ხოლო როცა გავიტანეთ, გავაანალიზეთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო. 5-4-1-ზე გადასვლას კონტრშეტევების განხორციელების საშუალება უნდა მოეცა და ასეც მოხდა. კოსტა ლორენტეთი იმიტომ შევცვალე, რომ დაცვაში თამაში გამეძლიერებინა, მაგრამ რეალურად ყველაფერი უკუღმა მოხდა", -
ციტირებს სიმეონეს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე დაგაინტერესებთ