უეფამ ჩემპიონთა და ევროპა ლიგების ფინალების თარიღები შეცვალა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების გაერთიანებამ (უეფა) ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალური მატჩების თარიღები შეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 17 მარტს გამართული პრესკონფერენციისას იქნება მიღებული.

გამოცემის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 30 მაისის ნაცვლად, 27 ივნისს გაიმართება, ხოლო ევროპა ლიგის ფინალი, 27 მაისის ნაცვლად, 24 ივნისს ჩატარდება.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ფინალს თურქეთის "ევროპული დედაქალაქი" სტამბული უმასპინძლებს, "ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე". ხოლო ევროპა ლიგის ფინალი პოლონეთში, ქალაქ გდანსკში მდებარე "ენერგა გდანსკზე" გაიმართება.

altოფიციალურად: ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიდო!

altდიდი კონფერენციის წინ

უეფას პოზიცია ცნობილია - ყველა ტურნირი უნდა განახლდეს და დასრულდეს



მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინც არ იცით: თურქეთი მდებარეობს ორ კონტინეტზე ევროპაშიც და აზიაშიც. მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აზიაში მდებარეობს. ქვეყნის დედაქალაქია ანკარა, რომელიც ქვეყნის აზიურ ნაწილში მდებარეობს, ხოლო სტამბოლის ნაწილი ევროპულ მხარეზეა. ამიტომ უწოდებენ სტამბოლს თურქეთის ევროპული ნაწილის დედაქალაქს და არა ევროპის დედაქალას ან რაიმე მსგავს სისულელეს.
პ.ს. მერე გიკვირთ ბავშვებს ტექსტის გაანალიზება რატომ უჭირთო. ამხელა ხალხი ხართ და ზოგმა სავაჭრო დედაქალაქიო და ზოგმაც თურქოლოგი ვარ და არ გამიგიაო. წაიკითხეთ ტექსტები გარკვევით და დაკვირვებით და იმედია მიხვდებით რაზეა საუბარი.
განათლება უპირველეს ყოვლისა
21 მარტი 2020 14:12
0
20 წელზე მეტია სტამბოლში მიწევს ჩასვლა,ჩემი პროფესიიდან გამომდინარე,(თურქოლოგი გახლავართ).გამოგიტყდებით და პირველად მესმის მესმის,რომ სტამბოლს ვინმე ევროპის დედაქალაქად მოიხსენიებდეს,გასაგები იქნებოდა აქ ბრიუსელზე რომ იყოს საუბარი.
....
21 მარტი 2020 04:02
1
შენ 20 წელი კი არა 40 წელი არ გეყოფა მაგის გასაანალიზებლად რაც სტატიაში წერია. თურქეთის "ევროპული დედაქალაქიო" ანუ სტამბული და არა ევროპის დედაქალაქი. მიხვდი იმედია, თუ კიდევ ღრმად ჩაგიშალო დეტალებში?!
გაანალიზე
21 მარტი 2020 14:00
0
ნაპოლეონმა თქვა ისე, რომ თუ მსოფლიო 1 ქვეყანა იქნებოდა, სტამბული (კონსტანტინოპოლი - როგორც გინდათ ისე უწედეთ) იქნებოდა მისი დედაქალაქიო. ჩემთვის მაინც იმ ბიზანტიურ ქალაქად აღიქმება :))
ზუზუ
18 მარტი 2020 01:45
1
ცნობისთვის სტამბოლი ევროპის სავაჭრო ცენტრია და ევროპის დედაქალაქად მიიჩნევენ!!!
ჩორნა
17 მარტი 2020 18:50
9
დისლაიქის დამწერნი საზოგადოება მაოცებს.. სურვილი არ მაქვს გავლანძღო ვინმე. სირცხვილია რომ ვერ ხდება ბევრი კითხვის დროს შინაარსს,თუნდაც ის რომ პოსტსაბჭოთა სივრცეს ვეკუთნით და სივრცეს და ისტორიას ვერ შეცვლი ძალად შეიყვანეს იქ თუ ნებით ჩვენი სამშობლო და მეორე ის რომ, თურქეთის დედაქალაქი ანკარააა მაგრამ, თურქეთის ევროპული დედაქალაქი სტამბოლია.. სტატიების ავტორები არ იგონებენ, სამარცხვინო ეს ყველაფერი!
ჩორნა
17 მარტი 2020 22:35
0
სტამბული არ არის თურქეთის დედაქალაქი
ტოლდო
17 მარტი 2020 17:59
6
პატივცემულო "ტოლდო", აქ არ წერია რომ თურქეთის დედაქალაქია, სტამბულს უწოდებენ "ევროპის დედაქალაქს" :)
ბატონ ტოლდოს
17 მარტი 2020 21:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული