ემერი პსჟ-ის "ბარსელონასთან" წაგებაზე (1:6): ერთ მატჩში მათ ვეთამაშეთ, მეორეში - მსაჯს

AutoSharing Option
პსჟ-ის ყოფილმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "ბარსელონასთან" 1:6 დამარცხება გაიხსენა.

"ჩვენ "ბარსელონასთან" ორი მატჩი გვქონდა. ერთი "ბარსას", მეორე კი მსაჯ დენიზ აიტეკინის წინააღმდეგ. ვიდეოგამეორებით აუცილებლად გავიდოდით შემდეგ ეტაპზე.

ვინ იყვნენ საუკეთესოები ვისთანაც მიმუშავია? ნეგრედო "ალმერიაში", დავიდ ვილია "ვალენსიაში", რაკიტიჩი "სევილიაში". შემდეგ პსჟ-ში გადავედი და კილიან მბაპესთან ვმუშაობდი და რა თქმა უნდა, ნეიმართან", - ციტირებს ემერის "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბარსამ მაგრა ითამაშა, მაგრამ მსაჯს ბარსას ფოა ეცვა
ვანო
17:26 21-03-2020
1
პირველ მატჩში ბარსელონას ეთამაშნენ,მეორე მატჩის მეორე ტაიმში კი,საერთოდ აღარ ითამაშეს.გაანებეთ მსაჯს თავი.ეს თქვენ წააგეთ და არა ბარსელონამ მოიგო.მაშინდელ მსოფლიოში არ არსებობდა ისეთი ძალა,რომელიც მაშინდელ პსჟ-ს,პირველი მატჩის შედეგის შემდეგ,მათ გამოგდებას შეძლებდა.მსაჯების დახმარებითაც კი.
სოსო
13:57 21-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული