უეფა ეროვნული ჩემპიონატების დასრულებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში...

AutoSharing Option
უეფა იტოვებს უფლებას, 2020/21 წლების ევროტურნირებზე არ დაუშვას კლუბები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატებს ბოლომდე არ მიიყვნენ. აღნიშნულ ინფორმაციას საფეხბურთო აგენტი მარკო ტრაბუკი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"უეფამ სულ ცოტა ხნის წინ აცნობა ყველა ქვეყნის ფედერაციას, რომ სეზონი უნდა დასრულდეს. უეფა იტოვებს უფლებას, არ დაუშვას კლუბები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატებს ბოლომდე არ მიიყვანენ. მკაცრი, თუმცა მოსალოდნელი რეკომენდაცია იყო ჩეფერინის მხრიდან ეროვნული ფედერაციების მისამართით", - დაწერა ტრაბუკიმ.

ამ ეტაპზე, მსოფლიოს და ევროპის თითქმის ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია, ბელარუსის პრემიერლიგის გარდა.

აღსანიშნავია,
რომ 2 აპრილს ჩემპიონატის ნაადრევად დასრულების შესახებ ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მგონი ჩვენს და ბელორუსიის გარდა სულ რამოდენიმე ქვეყანა თუ ჩაამთავრებს ჩემპიონატს და არიქა, გავსულვართ ლიგაზე:)))
emigranti
02:14 04-04-2020
0
თითონ შეაჩარეს და ეხლა ამბობენ უნდა დაასრულდესო ვერაფერი ვერ გავიგე
kori
20:55 03-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული