უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მარკოს ლორენტემ თავის ძაღლს "ენფილდი" დაარქვა

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა მარკოს ლორენტემ "ინსტაგრამზე" თავისი ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ენფილდი დაარქვა.

"ენფილდი გარე სამყაროს ათვალიერებს", - წარწერა დაურთო ლორენტემ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში შეცვლაზე შესული ლორენტეს დუბლით "ატლეტიკომ" სტუმრად "ლივერპული" დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნამატჩევს მადრიდული გუნდის მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თქვა, რომ ლორენტე დაცვის გასაძლიერებლად შეუშვა, მან კი ორი გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ