"მილანის" ექსდირექტორი: "რეალის" 5:0-ზე დამარცხების შემდეგ შუსტერმა მსაჯების მოსყიდვაში დამადანაშაულა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა დირექტორმა პაოლო ტავეჯამ სიამოვნებით გაიხსენა 1989 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რეალის" 5:0 დამარცხება.

"ჩვენ მიერ მოპოვებული ტროფეების გარდა, ყველაზე დიდი სიამოვნება "რეალის" 5:0 დამარცხებამ მომგვარა. მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა მეკარემ, ჯოვანი გალიმ დაიჩივლა, რომ მადრიდში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში უგო სანჩესი ხშირად აფურთხებდა.

თამაშის დაწყების წინ ეს მსაჯს ვუთხარი და სანჩესზე ყურადღების მიქცევა ვთხოვე. პირველივე უხეშობისას არბიტრმა სანჩესს ყვითელი ბარათი უჩვენა.

განადგურებული "რეალი" ნამატჩევს ისტერიკაში იყო, ბერნდ შუსტერმა კი განმიცხადა: "თქვენ მსაჯს ფული გადაუხადეთ!".

მე ვუპასუხე: "ასე რომ
ყოფილიყო, 5:0-ს არ მოვიგებდით. ჩვენ თქვენს დირექტორებს არ ვგავართ, რომლებმაც მსაჯები არაერთხელ მოისყიდეს". ამის შემდეგ ის წავიდა", - ციტირებს ტავეჯას Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა მოსყიდვაზეა საუბარი, ამ თამაშში მილანმა რეალს ზედ გადაუარა. არიგო საკის მილანი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია
გულშემატკივარი
12:38 15-04-2020
0
Realma msajobaze laparaki martla arinda daicyos.
Milani
18:21 15-04-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული