უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

მსაჯი კლატენბურგი: მესიმ შოკში ჩამაგდო - ღმერთო, ეს დაუჯერებელი იყო

AutoSharing Option
არბიტრმა მარკ კლატენბურგმა იმ მატჩებზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომლებშიც "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ მიიღო მონაწილეობა.

"როდესაც მესის მონაწილეობით პირველი მატჩი ვიმსაჯე, მართლა შოკში ვიყავი. ეს "ბარსელონასა" და პსჟ-ის შეხვედრა იყო. მასთან ისე ახლოს ვიყავი, რომ გავიფიქრე: "ღმერთო, ეს დაუჯერებელია". მსაჯი უფრო მეტად ბურთს უყურებს. მესის თამაშისას შეიძლება ბურთი მხედველობიდან გამოგრჩეს და წარმოიდგინეთ, მცველები რა დღეში არიან!

როდესაც ის ბურთს ფლობდა, სიტუაციის ანალიზის შეცვლა მოგვიწია. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მეტოქეები ფეხებით აჩერებდნენ, სხეულის ზედა ნაწილით.

პსჟ-სთან პირველ მატჩში მესიმ მეურვეს ფეხზე
დააბიჯა და ყვითელი ბარათი ვუჩვენე. არ გაუპროტესტებია და არაფერი არ უთქვამს. ეს საერთოდ არ აღელვებდა.

მსაჯიც კი მესის შემდეგ მატჩს ელი, რადგან იცი, რომ ეს თამაში შეიძლება განსაკუთრებული გახდეს", - ციტირებს კლატენბურგს "დეილი მეილი".

ასევე დაგაინტერესებთ