უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგას "რვიანის ფინალის" ფორმატში ლისაბონში ჩაამთავრებენ?

AutoSharing Option
კორონავირუსმა უდიდესი გავლენა მოახდინა ფეხბურთზეც. საფრანგეთში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში სეზონი ვადამდე დასრულდა, გერმანიაში განახლდა, განახლდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მაყურებლების გარეშე და ეს სპორტის ნომერ პირველ სახეობას ხიბლს უკარგავს. თუმცა ასეთია რეალობა და სხვა გამოსავალი არ არსებობს.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, უეფა უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გაგრძელებას "რვიანის ფორმატში" ლისაბონში აპირებს.

1/4-ფინალები ერთმატჩიანი იქნება. აგრეთვე განიხილება ევროტურნირების მიუნხენსა და მადრიდში გამართვის ვარიანტები. საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა 17 ივნისს მიიღებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგა შეიძლება გერმანიაში "ოთხთა ტურნირის" ფორმატში
ჩაატარონ.

ასევე დაგაინტერესებთ