უეფამ ჩემპიონთა ლიგის დასრულების გეგმა შეადგინა, რომელიც აღმასრულებელმა კომიტეტმა 17 ივნისს უნდა დაამტკიცოს.
წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრები 8 და 9 აგვისტოს უნდა გაიმართოს. 12 აგვისტოდან ლისაბონში იგეგმება 8 გუნდის ერთმატჩიანი პლეი-ოფის ფორმატით თამაშები. მატჩები "ჟოზე ალვალადესა" და "ეშტადიო და ლუშზე" გაიმართება.
შეგახსენებთ, 1/4-ფინალის საგზურები განაღდებული აქვთ: მადრიდის "ატლეტიკოს", "პარი სენ-ჟერმენს", "ატალანტასა" და "ლაიპციგს".
მადრიდი მზადაა ზედიზედ მეორედ უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალს
კოკე: ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად "ატლეტიკო" უნდა გამოაცხადონ