ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩები, შესაძლოა, 8 და 9 აგვისტოს გაიმართოს

AutoSharing Option
უეფამ ჩემპიონთა ლიგის დასრულების გეგმა შეადგინა, რომელიც აღმასრულებელმა კომიტეტმა 17 ივნისს უნდა დაამტკიცოს.

წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრები 8 და 9 აგვისტოს უნდა გაიმართოს. 12 აგვისტოდან ლისაბონში იგეგმება 8 გუნდის ერთმატჩიანი პლეი-ოფის ფორმატით თამაშები. მატჩები "ჟოზე ალვალადესა" და "ეშტადიო და ლუშზე" გაიმართება.

შეგახსენებთ, 1/4-ფინალის საგზურები განაღდებული აქვთ: მადრიდის "ატლეტიკოს", "პარი სენ-ჟერმენს", "ატალანტასა" და "ლაიპციგს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული