უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"ატალანტას" პრეზიდენტი: ეს ჩვენთვის სკოლის პირველი დღესავითაა...

AutoSharing Option
ბერგამოს "ატალანტას" პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც, 1/4-ფინალში მისი გუნდი პსჟ-ს შეხვდება.

"ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრა "ატალანტასთვის" ოცნების დარია. ბერგოსთვის კი ეს ისტორიული მომენტი გახლავთ. პსჟ კი ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ საკუთარი შანსების გამოყენებას ვეცდებით.

დაუჯერებელი საღამო გამოვა, ჩვენთვის სკოლის პირველი დღესავით იქნება", - განაცხადა პერკასიმ.

აღნიშნულ წყვილს შორის გამარჯვებული ლიგის ნახევარფინალში "ლაიპციგსა" და "ატლეტიკოს" შორის უძლიერესს შეხვდება. ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის ბოლო ეტაპები კი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.

მომზადებულია Football
Italia-ს მიხედვით

alt"ელ კლასიკო" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში? უეფამ კენჭისყრა გამართა