უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას გადაურჩება? - ყველაფერი ორშაბათს გადაწყდება

AutoSharing Option
საერთაშორისო სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) დააკმაყოფილებს "მანჩესტერ სიტის" აპელაციას უეფას მიერ ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთის შესახებ.

"როგორც ჩანს, CAS-ი "სიტის" გაამართლებს. ჯერ არაფერი არ არის გარკვეული, მაგრმ ჩვენ ყველაფერს ორშაბათს შევიტყობთ", - წერს BBC-ის ჟურნალისტი იან ჩიზმენი "ტვიტერზე".

"დეილი მეილი" იტყობინება, რომ "სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სამართლიანობის აღდგენაში დარწმუნებულია და განაჩენს "მანჩესტერი" და "ჩელსი" მოუთმენლად ელიან.

შეგახსენებთ, თებერვალში უეფამ გამოძიება დაასრულა, მანკუნიანური კლუბი ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევაში დაადანაშაულა, ევროტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალა და 30 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მოგვიანებით "ქალაქელებმა"
სარჩელი შეიტანა, მაგრამ საქმის განხილვა კორონავირუსის გამო გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ