ამერიკელებმა ლიგის გამარჯვებულის შანსები გამოიანგარიშეს: "სიტის" 30% აქვს, "რეალს" - 2%

AutoSharing Option
ამერიკული პორტალი FiveThirtyEight, რომელიც ხშირად 538-ის სახელითაა ცნობილი და საყოველთაო აზრის ანალიზითა და გამოკითხვებით არის დაკავებული, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების შანსებზე სტატიას წერს.

ყველაზე მაღალი შანსით პორტალმა "მანჩესტერ სიტი" შეაფასა, მათი მოგების შანსი 30%-ია. შემდეგ მოდის "ბაიერნი" 22%-ით, ხოლო სამეულს ხურავს პსჟ - 14%-ით.

ყველაზე დაბალი შანსები "ლიონს", "ჩელსისა" და "ნაპოლის" აქვთ, ისინი 1%-ზე ნაკლებით შეფასდნენ.

აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსმა" და მადრიდის "რეალმა" 2-2% აიღეს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგა რვიანის ფორმატში ლისაბონში გაგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბარსა.
გივი-გია
15 ივლისი 2020 17:18
0
აუ ახლა,რომ რეალმა დააფაროს სიტის და გავიდეს შემდეგ ეტაპზე მაგრად ვიკაიფებ.რა კვლევით დაადგინეს ასეთი რამე, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი აქვს თანაც 14%:):):).ჩემი აზრით წელს ბაიერნი მოიგებს,მაგრამ იუვეზე და ატლეტიკოზეც არ შეიძლება თვალების დახუჭვა.
კარგით რა
12 ივლისი 2020 00:00
5
ბარსას 0% აქ შანსი?DDDD ვნახოთ. ვნახოთ..
jjj
11 ივლისი 2020 23:44
2
Iuventusis chempionoba zaan meechveba, aseve amerikel eqspertebs vkitxavdi rom ikos shesazlebeli,atletiko madridi tu gaugoniat? Sitim tu madridis reali gaagdo imave dges davcer bilets atletiko madridis chempionobaze.
Milani
11 ივლისი 2020 15:49
1
არი ლოგიკა მაგათ რეალის გარდა ვერავინ აგდებს. მარა 1 თამაშიანში რავი, საკუთარი მოედნის ფაქტორი თუ არ არის ატლეტიკო ძლიერი ვერ იქნება. ისე შანსი კი აქვს. მე ბაიერნი მგონია. სიტიზე ძლიერიც მგონია და ყველაზეც. მარა თუ რეალი გაძვრა სიტისთან სერიოზული ძალა იქნება.
huh
11 ივლისი 2020 20:30
0
სიტი რომ ბაიერნზე გაცილებით ძლიერია დავა არა ღირს. ვნახავთ თუ არადა. ხო იქნება. ჩელსი. არსენალი. ტოტენჰემი. მანჩესტერი ეს სუსტი გუნდებია და თუ ბაიერნი მაგათ უგებს ეგ არა ნიშნავს, რომ სიტისაც მოუგებს. მასე ეგონათ როცა ლივერპულს ეთამაშებოდნენ.
12345
11 ივლისი 2020 12:30
10
ფეხბურთი ჩვენი ევროპელების საქმეა.
321
11 ივლისი 2020 12:22
2
სიტის იუვესთან შანსი არ ექნება,ამერიკელებმა რა იციან ხურმა რა ხილია.წილისყრიდან და ერთთამაშიანი დუელებიდან გამომდინარე აქ ატლეტიკოა აშკარა ფავორიტი.
Master
11 ივლისი 2020 11:09
2
სიტის თამაში საერთოდ თუ გინახია? თუ ყურ-მოკვრით იძახი?
ika
11 ივლისი 2020 12:32
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული